გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს ძიუდოს დარბაზში, ცნობილი მოჭიდავის, რობერტ კობლიაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა.
სპორტულ ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ერთმანეთს 2006-2008 წელს დაბადებული მოზარდები დაუპირისპირდნენ.
შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 147-მა სპორტსმენმა მიიღო.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.