აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით 17 თვით ადრე (2020 წლის არჩევნები 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს) დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავად არ გაიმარჯვებს, ამერიკის შეერთებული შტატები ბაზრის არნახული ჩამოშლის წინაშე აღმოჩნდება.
„ტრამპის ეკონომიკა რეკორდებს ხსნის და მას მაღლა დიდი გზა აქვს გასავლელი... მიუხედავად ამისა, თუკი ჩემს გარდა ვინმე გაიმარჯვებს 2020-ში (მე ასპარეზობა ძალიან კარგად ვიცი), ბაზრის ისეთი ჩამოშლა მოხდება, რომლის მსგავსიც მანამდე არასდროს უნახავთ. შევინარჩუნოთ ამერიკის სიდიადე“, წერს დონალდ ტრამპი „თვითერზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.