საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
შეხვედრა, ასევე, გაიმართება ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
დაგეგმილია შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ ველიკო ტარნოვოში გაემგზავრება, სადაც ქალაქის მერს, დანიელ პანოვს შეხვდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და დანიელ პანოვი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო ქაცარავა, დავით მათიკაშვილი, ზაზა ხუციშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.