ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებს მიმართავს: „ხომ მეუბნებით, გამოდი გარეთ, დაგვიძახე და დაგიდგებითო - აი, გეძახით ხალხო, მოდით და დაგვიდექით!“
16-06-2019, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესმენი, მსოფლიო საოჯახო კონგრესის დამფუძნებელი ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებს, ოღონდ მხოლოდ მამაკაცებს, დღეს, 16 ივნისს, თბილისში, ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ იქ მათ იგი სამოქმედო გეგმას გააცნობს.

 


„ხომ მეუბნებით, გამოდი გარეთ, დაგვიძახე და დაგიდგებითო. აი, გეძახით ხალხო. მოდით და დაგვიდექით. მე ვთხოვ ქალბატონებს და ბავშვებს - ვერავის ვერ აუკრძალავ, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა - რომ დარჩით სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს, - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს... გეპატიჟებით ხვალ, სულთმოფენობას, კვირა საღამოს, საღმოს 8 საათზე, ვერის ბაღში... იქ მოვალთ ჩვენ, ჩვენი მეგობრებით და გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა“, აცხადებს ლევან ვასაძე, რომელიც შაბათს გავრცელებულ თავის ვიდეო მიმართვაში, პარასკევს, 14 ივნისს, თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზეც საუბრობს.

 

 

 


„გუშინ ვიყავით კანცელარიასთან და არ მივეცით უფლება გარყვნილების პროპაგანდისტებს ჩაეტარებინათ თავიანთი აქცია. იქ მოვიდა ათასობით ადამიანი. ძალიან ახლოს იყო იქაურობა უბედურებასთან. მე ვლოცულობდი, რომ უბედურება იქ არ მომხდარიყო...

 

 

„პოლიცია, თავიდან მომეჩვენა, რომ იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო ან რამე გაეკეთებიბა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში და იმ 10 ცალ სკვინტლიან ტერვენტს ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს, რომელთა შიში აქვთ ეტყობა, ეგეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინას, ივანიშვილს და ყველას ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა: არაფერი შეგეშალოთ! ჩვენ არ მოგცემთ თქვენ უფლებას კორდონების ჩაყენებისა, ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა - კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე თუ ტბაში თუ ტყეში. ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, ამბობს ლევან ვასაძე.

 

 

კომენტარები: 1
#1   მანანა
      
ვაცადოთ ,ვნახოთ რას იზავს, მხოლოდ ბლაბლა ტრიბუნიდან ადვილია ვნახოტ რა ამ რაინდის გატრაკებულიც თუ ოკუპანტზე არ დაიწყო ბოდვები ,მხარს ვუჭერ
16 ივნისი 2019 10:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი