დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე, 8 615 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამჟამად კი, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
ასევე, საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კლაპროთის ქუჩის ნაწილზეც, სადაც 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სამუშაოების განხორციელება იმ ქუჩებზე, სადაც მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევს. პროექტის დასრულების შემდეგ, ფეხით მოსიარულეებისთვის და ავტომობილებისთვის აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება კომფორტული გახდება“, განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 527 612 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.