მთელი არგენტინა და ურუგვაი - დაახლოებით 48 მილიონი ადამიანი - ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
16-06-2019, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ელექტროსისტემის მასობრივმა დაზიანებამ მთელი არგენტინა და ურუგვაი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, იტყობინება BBC არგენტინის მთავარ ელექტრომიმწოდებელ კომპანიაზე, „ედესურზე“ დაყრდნობით. შუქი ასევე არ მიეწოდება ბრაზილიის და პარაგვაის ზოგიერთ ნაწილს.

 


არგენტინული მედიის ცნობით, დენი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათის შემდეგ მალევე გაითიშა, რამაც მატარებლების გაჩერება და მოძრაობის სასიგნალო სისტემების გამორთვა გამოიწვია. დენის გათიშვა იმ დროს მოხდა, როცა ადამიანები არგენტინის ზოგიერთ ნაწილში ადგილობრივ არჩევნებზე წასასვლელად ემზადებოდნენ.

 

 

არგენტინის ენერგეტიკის მინისტრმა გუსტავო ლოპეტეგუიმ განაცხადა, რომ სისტემის დაზიანების მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. მისი თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილს აღუდგა, თუმცა, დაამატა, რომ დენის აღდგენის პროცესს რამდენიმე საათი დასჭირდება.

 


არგენტინის და ურუგვაის მოსახლეობა, ერთად აღებული, დაახლოებით 48 მილიონ ადამიანს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი