გიორგი კარბელაშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. დეპუტატს ექსპერტიზა მისივე ინიციატივით ჩაუტარდა. როგორც კარბელაშვილი ამბობს, მას დაკავებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
დეპუტატი „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის გატაცებული ჰყავდათ. მისი თქმით, კარბელაშვილი 6 საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდათ და ცხინვალის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მოგვიანებით კი დეპუტატი განყოფილებაში მიიყვანეს.
გიორგი კარბელაშვილი ფიქრობს, რომ მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ასევე მისი ინფორმაციით, მას რამდენიმე პოლიციელმა უთხრა, რომ ისინი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო დავალებით მოქმედებდნენ.
ინციდენტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათიანი პატიმრომის შემდეგ გაათავისუფლეს.
წყარო: rustavi2.com
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.