ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი სწრაფი რეაგირების შედეგად, ხანძარი არ გავრცელდა ფართო ტერიტორიაზე.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდნენ ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი", ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.