ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიხსნა
17-06-2019, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიამ ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წელს, ფესტივალი „ჰუალინგ პარკში“ გრანდიოზულად გაიხსნა.

 


მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს ბატუტზე თამაშის, საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრების და სახეზე მოხატვის საშუალება ჰქონდათ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო კონტაქტური ზოოპარკი. სტუმრების განწყობაზე დიჯეი და სხვადახვა მუსიკალური ბენდები ზრუნავდნენ, საღამო კი ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტით დასრულდა.

 


ნებისმიერ მსურველს სპორტულ აქტივობაში ჩართვისა და პროფესიონალებისგან ინსტრუქტაჟის მიღების საშუალება ჰქონდა. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლურად, მედლები და თასები გადაეცათ. ღონისძიებაში, ასევე, ჩართული იყო პარა სპორტის ფედერაცია და პარა ფარიკაობის ჩემპიონატიც გაიმართა. ფესტივალის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცეები და სტარტაპერების კუთხეები იყო წარმოდგენილი.

 


პროექტი წელს დედაქალაქის მერიამ VTB ბანკთან ერთად დაიწყო და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი