ტელეკომპანია "რუსთავი 2" სასამართლოსგან იმ მასალების დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, რის საფუძველზეც ტელეკომპანიის ქონება დააყადაღდა.
სასამართლოს ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა აღნიშნული მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.
„ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო გამყარებული სერიოზული მტკიცებულებებით, საფუძვლებით, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მითითებით, რომელმაც მოსამართლეს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნამდვილად უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება და დაეყადაღებინა რუსთავი 2-ის მთლიანი ქონება ასეთი მკაცრი განაჩენით. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს ეს მასალები, რამ შეუქმნა საფუძვლიანი ვარაუდი მოსამართლეს, რომ მიიღო ასეთი მკაცრი და სასტიკი გადაწყვეტილება“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.