საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation -ის ხელმძღვანელს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლევან იზორიამ და ლუკ კოფმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმების პროცესში აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ისაუბრეს.
ძირითადი აქცენტები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესებზე გაკეთდა; მიმოიხილეს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები და ჰიბრიდული საფრთხეების შესახებაც ისაუბრეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და Heritage Foundation-ის წარმომადგენელი, მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, ალექსის მრაჩეკი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.