ნინო ლომჯარიას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან
17-06-2019, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაში წერია, მუქარა სახალხო დამცველის განცხადებებს მოჰყვა, სადაც ომბუდსმენი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მოწოდებით გამოვიდა. ქვეყანაში 18-23 ივნისს ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილ "ღირსების მარშს" სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ აქციის ორგანიზატორთათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზების საშუალება მიეცათ და მათი უსაფრთხოება დაეცვათ.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან ლგბტქ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების - გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის მიმართ საქმიანობის ხელშეშლა სცადეს, რაც ფიზიკური დაზიანების მუქარაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა.

 

"საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის კონკრეტული პირი თუ ჯგუფი, ვინც გაავრცელა მუქარის შემცველი შეტყობინებები, გამოკვეთოს მათი საქმიანობის მიზანი და მოტივი და იმსჯელოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

 

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე.

 

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

დღეს შსს-მ ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო.

 

14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც.

 

კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.

 

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 4 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, 3 სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 21-მა პირმა 15 ივნისს გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება დატოვა.

 

"თბილისი პრაიდი" 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი