ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკოში გამართულ სხდომაზე, შემაჯამებელ ოქმს ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შესაბამისად, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო 6 635 (38,17 %) ხმა, ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ - 10 749 (61,83%) ხმა.
№1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 43 909, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 18 121-მა ამომრჩეველმა.
ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.