ვანის მუნიციპალიტეტის მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.
რეაბილიტაციის პროცესი გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოები.
მთისძირის ბაღში მიმდინარე სამუშაოებზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 229 229 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული ბაღის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ამხანაგობა „ჭერი“ ახორციელებს.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სამუშაოები 20 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.