პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი.
,,ჩვენ განვაცხადეთ, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება არის ჩვენი პრიორიტეტი. დავით სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.