მამუკა ბახტაძე გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორებს უწოდებს
17-06-2019, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ, –ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მან ამ განცხადებით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას-აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

 

ბახტაძის თქმით, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთება გაუჭირდება.

 

"ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველ კვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი", –განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი