ესპანეთის “ბარსელონა” თბილისში გამოემგზავრა
10-08-2015, 04:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესპანეთის “ბარსელონა” თბილისში გამოემგზავრა. “თვითერის” ოფიციალურ გვერდზე კლუბმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ფეხბურთელები აეროპორტში თბილისში გამოსამგზავრებლად საპასპორტო რეგისტრაციას გადიან.


“ბარსელონა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით, 15:30 საათზე ჩამოფრინდება.


ასევე, გუნდმა გამოაქვეყნა შემადგენლობა, რომელსაც თბილისში ჩამოიყვანს. ტრავმის გამო გუნდთან ერთად არ იმყოფება ნეიმარი და, შესაბამისად, ის საქართველოს დედაქალაქსაც არ ეწვევა.


“ბარსელონას” განაცხადი სუპერთასის მატჩისთვის ასეთია: ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ხორდი მასიპი, დუგლას პერეირა დოს სანტოსი, ხერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, რაფინია, ხავიერ მასკერანო, მარკ ბარტრა, მუნირ ელ-ჰადადი, სანდრო რამირესი, ხორდი ალბა, სერხიო რობერტო, ადრიანო, ტომაშ ვერმაელები, ჟერემი მატიუ, ალენ ჰალილოვიჩი, არდა თურანი და ალეიშ ვიდალი.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად არიან, თბილისში ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ადრიანო, დუგლასი და ხორდი ალბა, ხოლო ვიდალი და არდა მატჩს ბარსელონას მიმართ დაწესებული სანქციების გამო გამოტოვებენ.


“ბარსელონა” სუპერთასის მატჩში “სევილიას” დაუპირისპირდება. “სევილია” საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მატჩი 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი