წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მედიკოსების მომზადების საველე სწავლება მიმდინარეობს.
სწავლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 30-მდე სამხედრო მოსამსახურე დაშავებულთა სიცოცხლის შესანარჩუნებელ ღონისძიებებს სწავლობს და ბრძოლის ველზე დაშავებულების პირველად სამედიცინო დახმარებასა და ევაკუაციაში უნარ-ჩვევებს აუმჯობესებს.
სცენარის მიხედვით, საჩვენებელ სწავლებაზე სამხედრო მედიკოსებმა ბრძოლის ველზე დაშავებულების ტრიაჟი და პირობითად სამედიცინო პუნქტში გადაყვანა მოახდინეს, სადაც მათ მძიმედ დაშავებულების სტაბილიზირება უზრუნველყვეს, რეანიმაციული ღონისძიებები გაატარეს, მათი შემდგომი ევაკუცისთვის მომზადება განახორციელეს და დაშავებულების ზედა სამედიცინო რგოლში გადაადგილება მოხდინეს.
სწავლების დასკვნითი ეტაპი გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში ჩატარდება, სადაც საბრძოლო მედიკოსები პრაქტიკულ ნაწილს რეალურ პაციენტებთან გაივლიან.
აღნიშნული სწავლება საბრძოლო მედიკოსების უნარ-ჩვევების შესწავლა/დახვეწას შეუწყობს ხელს, რასაც სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოიყენებენ.
კურსი 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და ორი მოდულისგან შედგება. პირველ მოდულში მედიკოსები საბრძოლო ტრავმების დამუშავებას და დაშავებულების ბრძოლის ველიდან ევაკუაციას დაეუფლნენ. მეორე მოდული მოიცავს დახმარებას მშვიდობიანობის დროს, სადაც მედიკოსები თეორიულად და პრაქტიკულად არასაბრძოლო დაავადებებს და დაშავებულებისთვის დახმარების აღმოჩენას სწავლობენ.
საბრძოლო მედიკოსების მომზადების კურსი 2 აგვისტოს დასრულდება. მსმენელებს კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სერტიფიკატები გადაეცემათ.
გეგმიური საველე სამედიცინო სწავლების მიზანს საბრძოლო მედიკოსების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს და პერმანენტულად ტარდება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.