მეგობრებო, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებში, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ! - ამის შესახებ განცხადებას "ქართული მარში" აკეთებს.
როგორც განცხადებაში წერია, ყველა ქართველი პატრიოტის ვალია, რომ ლევან ვასაძეს თანადგომა გამოუცხადოს და რომ ვასაძის დამარცხება ყველას დამარცხება იქნება.
"დღეს ბატონი ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი, ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება
ამიტომ, ყველა ქართველი პატრიოტის ვალია თანადგომა გამოუცხადოთ მას!!! მიუხედავად იმისა, რომ “ქართული მარში” სხვაგვარი ხედვით უყურებდა მოვლენების შესაძლო განვითარებას და გეი-პრაიდის ჩაშლას, თავს ვალდებულად ვთვლით რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ბატონ ლევანს!!!
ბატონმა ლევანმა უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო-გეი პრაიდის ჩაშლა- ეს არ არის ადვილი საქმე, აქედან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მას!!! ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ მას და მის გუნდს სტრატეგიის-ტაქტიკის ყველა ასპექტი გააზრებული-ჩამოყალიბებული აქვს!!!
ნაბიჯი გადადგმულია, ხელთათმანი ნასროლია, ბრძოლა დაწყებულია!!! ნებისმიერი ლიდერის მხრიდან უკან დახევა ღალატის ტოლფასი იქნება!!! კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას და გამარჯვებას “სახალხო ლეგიონს”!!!
რაც შეეხება “ქართულ მარშს” - ჩვენ ვაგრძელებთ მობილიზაციას და მუშაობას გეი-აღლუმის ჩასაშლელად!!! დღეს მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი გარყვნილი-უბოროტესი მტრის დამარცხება!!! გეი-აღლუმს აუცილებლად ჩავშლით!!!
უფალი გვფარავდეს ამ წმინდა ბრძოლაში!!! - წერია "ქართული მარშის" საგანგებო განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.