ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სამთო მომზადების კურსი გაიარეს
17-06-2019, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი გაიარეს. სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და ამერიკელებთან ერთად მასში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეც მონაწილეობდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის მონაწილეები სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამი კვირის განმავლობაში კლდეზე ცოცვის ტექნიკას, სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს, ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების წესებს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და მაღალმთიან რეგიონში გადაადგილების ხერხებს, ასევე, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ტექნიკას ეუფლებოდნენ.

 

 

კურსი საჩხერესა და ჭიათურაში სხვადასხვა სასწავლო უბანზე მიმდინარეობდა.

 

 

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, ზაფხულისა და ზამთრის სამთო მომზადების კურსებს რეგულარულად მასპინძლობს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ათმა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა კურსი აღნიშნულ სკოლაში გაიარა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი