გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
17-06-2019, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდა. დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

 

 

ამ ეტაპზე, მოსულიშვილის ქუჩაზე გამწვანების ზონის მოსაწყობად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება, შემოდგომაზე კი ნარგავები დაირგვება.

 

 

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და გულია გოცირიძესთან ერთად დაათვალიერა.

 

 

„გლდანის რაიონში არაერთ მისამართზე გზის საფარის კაპიტალური მოწყობა განვახორციელეთ, მათ შორის, მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის ამორტიზებული საფარი შეიცვალა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. რაიონის მასშტაბით, სხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც განვახორციელებთ და არაერთ ქუჩას მოვაწესრიგებთ“, განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

 


სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა „ენკამ“ განახორციელა. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 672 400 ლარია.

 

კომენტარები: 2
#2   Homer
      
This information is priceless. How can I find out more?


my blog post Raymon
10 ნოემბერი 2021 20:32
#1   Latonya
      
Hello, constantly i used to check web site posts here in the
early hours in the break of day, for the reason that i enjoy
to find out more and more.

Feel free to surf to my web-site Miquel
10 ნოემბერი 2021 17:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი