„საქართველო ბულგარეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში და გაწეული ძალისხმევისთვის ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს", - აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პრეზიდენტმა იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში.
ამ კონტექსტში, რუმენ რადევმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. მისი შეფასებით, წვრთნისა და მომზადების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ნატოსთან სრულად თავსებადია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ბულგარეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებს ისტორიული მეგობრობა და ამაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ბულგარეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან ურთიერთობების განვითარება. ბულგარელ მეგობრებს მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ ისინი მონაწილეობენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განხორციელებაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთის როლი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ეს ყველაფერი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნატოსთან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.