ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს - აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პატრიარქმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
პატრიარქმა ნეოფიტმა ხაზგასმით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლი და განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელი სამყაროში გამორჩეული ფიგურაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.