ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, ტენდერი გამოცხადდება.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, საბაღე სკამები, ურნები, დასასვენებელი ადგილები და საჩრდილობლები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდება ფილებით და ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.
პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე ასევე, უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება, რულონური ბალახი დაიგება და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდება.
ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს.
„9 ძმის ქუჩაზე, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული და უკანონოდ შემოფარგლული იყო. მოსახლეობის თხოვნითა და მათთან თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილზე გამწვანებული დასასვენებელი სივრცე მოვაწყოთ“, განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ახალი სკვერი მოეწყო. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ორივე სივრცე გაერთიანდება და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა მრავალფუნქციური, თანამედროვე რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.