ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „რაჭა 2005“ - ის და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლობასთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.
️
შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ჭალაში, მდინარე ჭალურაზე და სოფელ ჯინჭვისში, მდინარე გომრულაზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის, მდინარის კალაპოტის ფორმირების და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა.
საუბარი შეეხო სამუშაო პროცესში გამოკვეთილ ხარვეზებს, შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენლები.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.