ირაკლი კობახიძე: ბულგარეთში ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნება
18-06-2019, 17:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დარწმუნებულები ვართ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკაში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნება ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას.

 

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამართულ შეხვედრებზე ყურადღება საქართველოსა და ბულგარეთის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე გამახვილდა.

 

 

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პოტენციალის ათვისებაზე, რომელიც დაკავშირებულია შავ ზღვასთან. საუბარი გვქონდა შესაბამისი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან შეხვედრით დაასრულა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი