რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ხელმძღვანელებმა ,,ლამარელას ღელეზე" გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 140 737ლარი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში: ჩხუტელი, ჩქუმი, წიფერჩი, ლასურიაში, ლაჯანა, ალპანა - მოეწყო ფიტნეს-ტრენაჟორები საერთო თანხით - 138 527ლარი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ჩხუტელში მიმდინარეობს მეწყერის შემაკავებელი ბეტონის კედლისა და ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.