ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, გუშინ ქვიშხეთში პარლამენტის წევრის გიორგი კარბელაშვილისა და მისი თანხმლები პირი დაკავებაზე კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ დეპუტატის დაკავება პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა თუ არ არის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა.
მანანა კობახიძე ასევე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის საპატრულო პოლიციის შენობაში არ შეშვების ფაქტსაც "დეტალებს ვერ გეტყვით, მე ვიცი ის, რაც ოფიციალურად განაცხადა შს სამინისტრომ, უნდა გავერკვე დეტალებში, თუ რამე სადმე დარღვევა იყო, რა თქმა უნდა, ამაზე რეგირება მოხდება. დეპუტატის დაკავება არ ხდება, დაუშვებელია პარლამენტის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა თუ არ არის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. იქ თუ რაიმე პროცედურა დაირღვა, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება მოხდება. დეპუტატს უფლება აქვს ყოველგვარი დამატებითი ნებართვის გარეშე შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში. არ მაქვს ინფორმაცია შეუშვეს თუ არ შეუშვეს. თუ მას აეკრძალა შესვლა, ეს რა თქმა უნდა არის დარღვევა",-განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.