გერმანიის მთავრობის პრეს-კონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ადებარმა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გერმანია არ აღიარებს აღნიშნულ „არჩევნებს“ და იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„9 ივნისს საქართველოს რეგიონში -სამხრეთ ოსეთში გაიმართა ე.წ.არჩევნები. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ მის შედეგებს.
გერმანია ისევე, როგორც ევროკავშირი, არ აღიარებს იმ “სამართლებრივ” ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს „არჩევნები“ ჩატარდა, ვინაიდან გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ განაცხადა მარია ადებარმა, როგორც ამას საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.