დასრულებული, თუმცა ექსპლოატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ექსპლოატაციაში შევა ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო დარღვევები 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა, თუმცა აქვე განსაზღვრულია გამონაკლისებიც.
„ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, თუმცა შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც ფიზიკურად უკვე შეუძლებელია“, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, თბილისში 600-ზე მეტი ასეთი ობიექტია.
„ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ძალიან დაბალია“, აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.