საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები შეხვედრებს ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში გამართავენ.
ქართულ დელეგაციას ნეაპოლში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ჯეიმს ფოგო უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
დელეგაციის წევრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწრებიან.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.