საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ხორბლის ან პურის ფასის მატება არცერთ ლოგიკას არ ექვემდებარება.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და დღესაც რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი.
"არცერთ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხორბლის ან პურის ფასის მატება, შესაბამისად ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს. თუ რამე ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფო მხრიდან, ჩვენ ამ დარგს ხელს შევუწყობთ, მაგრამ ლოგიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ, თუ რაშია საქმე",- განაცხადა დანელიამ.
კითხვაზე რა იგულისხმება ხელშეწყობაში, დანელიამ აღნიშნა, რომ წისქვილკომპინატებს აქვთ პრობლემები, მათი მოგვარება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, "ხორბლის მარაგიც გვაქვს და ზოგადად ბაზრებზე ხორბალიც გაიაფებულია".
ბაზარზე პურის გაძვირების პროცესის დაწყების შესახებ განცხადება პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.