ნინო ბურჯანაძე: საქართველოში არ უნდა ჩატარდეს LGBT აღლუმი და არ უნდა დავუშვათ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდირება
19-06-2019, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიების 20 % აქვს დაკარგული, ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარზეა, ქვეყანაში სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, ქვეყანაში, სადაც 86 %-ით არის გაზრდილი ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, საზოგადოება დაკავებულია იმით ვინ რა თქვა, ვინ რა გააკეთა, ბიძინა ივანიშვილი ვისზე გაბრაზდა და რაც ძალიან საგულისხმოა, ვმსჯელობთ იმაზე ჩატარდეს თუ არა პრაიდი. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის სახელმწიფო და არაფერი გვეტყობა, რომ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს", აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

 


ნინო ბურჯანაძემ გაიხსენა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და პარალელი გაავლო არსებულ ვითარებასთან.

 


„როდესაც მე გახლდით პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინაც იდგა LGBT აღლუმის ჩატარების საკითხი. აქტიურობდნენ იგივე ადამიანები, ვინც დღეს LGBT-ს პროპაგანდით არიან დაკავებული, მაგრამ მაშინ მე მოვახერხე, რომ დამერეგულირებინა აღნიშნული პრობლემა, ისე რომ არც ძალადობას ჰქონოდა ადგილი, არც კომბლები გამოეტანა ვინმეს, არც თავი გაეტეხათ უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და ამავე დროს არც პრაიდი არ ჩატარებულიყო და საერთოდ ეს თემა ფართო საზოგადოებისთვის სამსჯავროზე არ გამოგვეტანა და კიდევ ერთი დაპირისპირების კერა არ შეგვექმნა.

 


თუმცა, ეს რომ გააკეთო ხელისუფლება დაკომპლექტებული უნდა იყოს ადამიანებით, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივათ. ხელისუფლება იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ნებისმიერი თემა საზოგადოების დაპირისპირებისათვის გამოიყენოს და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ პატივი უნდა სცეს ქვეყნის ტრადიციებსა და ღირსებას.

 

 

ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველჰყოს, რომ მიუხედავად აბსოლუტურად განსხვავებული ხედვებისა, არ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განცახადო, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს LGBT აღლუმი და არ უნდა დავუშვათ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდირება, თუმცა ამავდროულად ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება და უფლებები.

 


ქვეყანას სჭირდება ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. კარგი ტრადიციებითა და პროგრესული იდეებით საქართველო სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებს სვლას ჯანსაღი ევროპული ღირებულებების დასანარეგად", აცხადებს ნინო ბურჯანაძე როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 1
#1   луна луна
      
თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.ქალბატონო ნინო! ვიმედოვნებ, რომ დაცული იქნება ერი, მოსახლეობა, სიწმინდეები, და აღარ გვეყოლება მშიერი ბავშვები. აღარ იქნება სიღატაკე. და აღსდგება ტერიტორიული მთლიანობა.აღარ მოგვიწევს ბრძოლა ლგბტ-ების დასაშლელად. არჩევნებში თქვენს გვერდით მიგულეთ.
19 ივნისი 2019 22:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი