ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ფხენიანში კიმ ჩენ ინთან შესახვედრად პირველ ოფიციალურ ვიზიტად ჩადის
20-06-2019, 08:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ფხენიანში კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ორდღიან სახელმწიფო ვიზიტად ჩადის, რაც ჩინეთის ლიდერის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაში პირველი ოფიციალური ვიზიტია ბოლო 14 წლის განმავლობაში და ასევე პირველი ვიზიტია სი ძინპინგისთვის, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2012 წელს მოვიდა.

 


მოელიან, რომ ლიდერები, რომლებიც მანამდე ჩინეთში ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასა და ასევე ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.

 


ჩინეთი, როგორც სავაჭრო პარტნიორი, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კორეისთვის.

 


ძინპინი ფხენიანში „დიდი ოცეულის“ სამიტის იაპონიაში გამართვამდე და იქ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე ჩადის და ეს მისი პირველი შეხვედრა იქნება კიმთან მას შემდეგ, რაც თებერვალში ჰანოიში ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის გამართული მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი