ამერიკის შეერთებული შტატების ალასკის შტატის მკვიდრმა მოზარდმა გოგომ, 18 წლის დენალი ბრემერმა, თავისი საუკეთესო მეგობარი გოგონა, 19 წლის სინტია ჰოფმანი (დაბლა ფოტოზე) მოკლა მას შემდეგ, რაც ონლაინ სივრცეში უცნობმა ადამიანმა, რომელსაც თავი მაგნატად მოჰქონდა, მას მკვლელობის განსახორციელებლად დიდი ოდენობით ფული შესთავაზა.

როგორც BBC იუწყება, ბრემერმა ინდიანაში მცხოვრებ 21 წლის მამაკაცს, დარინ შილმილერს, რომელმაც მას მკვლელობისთვის 9 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა, მკვლელობის ვიდეო გაუგზავნა.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ აღნიშული საქმე მოზარდების მშობლებისთვის გამაფრთხილებელი უნდა იყოს.
ბრაიან შროდერმა, ალასკას ოლქის პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ინტერნეტი, ყველა იმ სიკეთესთან ერთად, რაც მას აქვს, შესაძლოა ბნელი ადგილიც იყოს და უპრიანი იქნებოდა მშობლებს თავიანთი ბავშვების ონლაინ აქტიურობებისთვის კონტროლი გაეწიათ“.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ბრემერი (მაღლა ფოტზე) აღიარებს, რომ მიმდინარე წლის 2 ივნისს ჰოფმანი მოკლა. სასამართლო დოკუმენტებში ორივე „საუკეთესო მეგობრებად“ არიან აღწერილნი.
მკვლელობა იმ მამაკაცის დაჟინებული თხოვნით განხორციელდა, რომელიც მან ინტერნეტსივრცეში თვეების წინათ გაიცნო და რომელიც ამტკიცებდა, რომ კანზასელი მილიონერი იყო, თუმცა იგი ყალბი ონლაინ პერსონა იყო, რომელიც შილმილერის მიერ ხაფანგში გასაბმელად იყო გამოყენებული.
გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ ბრემერის და შილმილერის მობილური ტელეფონის მიმოწერით სამხილი გამოააშკარავეს, სადაც ისინი „ალასკაში ვიღაცის გაუპატიურებისა და მკვლელობის გეგმას განიხილავდნენ“.
ამის შემდეგ ბრემერმა დანაშაულის ჩადენაში დახმარების გასაწევად თითქოს ოთხი მგობარი ჩართო და მათ დიდი ოდენობით თანხის გადახდა შესთავაზა.
ხელისუფლების განცხადებით, ჰოფმანი მკვლელებმა „პიკაპის“ ტიპის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში გადაიყვანეს და გაითამაშეს მოჩვენებითი სცენარი, რომ თითქოს ისინი ლაშქრობაზე მიემართებოდნენ.
მსხვერპლის მამამ ადგილობრივ მედიას უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ენდობოდა ამ ადამიანებს. ჩემს ქალიშვილს უბრალოდ უნდოდა მეგობრები. ახლა მე უნდა დავმარხო იგი“.
ეჭვმიტანილებმა ჰოფმანს მავთულით ხელები თავზე შეუკრეს და ზურგიდან თავში ესროლეს, მისი ცხედარი კი მდინარე ეკლუტნაში ჩააგდეს.

16 წლის კაიდენ მაკლენტოშს (მაღლა ფოტოზე) ბრალი ედება ბრემერის იარაღიდან საბედისწერო გასროლაში.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა განესაზღვრათ 19 წლის კალებ ლეილანდს (მაღლა ფოტოზე) და ორ მამრობითი და მდედრობითი სქესის მოზარდს, რომელთა ვინაობაც მათი ასაკიდან გამომდინარე, არ დასახელებულა.
შილმილერი, რომელიც ინდიანას შტატში, ნიუ სეილსბურიში მცხოვრებია, გავრცელებული ინფორმაციით, ინსტრუქციებს აძლევდა ბრემერს, რომ მკვლელობამდე მსხვერპლი გაეუპატიურებინათ, მაგრამ პოლიციის განცხადებით, ჰოფმანისთვის სექსუალური შეურაცხყოფის მიყენების სამხილი არ არსებობს.
პროკურორების განცხადებით, ბრემერმა შილმილერს „მისი დირექტივებით“ მთელი თავდახმის ვიდეო და ფოტოები გაუგზავნა ინდიანაში.
მსხვერპლის ტანსაცმელი და პირადი ნივთები თავდამსხმელების მიერ იქნა განადგურებული.
ბრემერს ასევე ბრალი ედება მკვლელობის შემდეგ მსხვერპლის ოჯახისთვის ტექსტის მიწერაში, რომ ჰოფმანს სხვა პარკში ჩაეძინა.
ინდიანას პოლიციამ შილმილერი 9 ივნისს დაკითხა. მან აღიარა, რომ ბრემერი მოატყუა და გააბითურა და მასთან ერთად მეორე მკვლელობასაც განიხილავდა.
იგი ასევე აშანტაჟებდა ბრემერს და ემუქრებოდა ჰოფმანის მკვლელობის გამჟღავნებით, თუკი არ დაემორჩილებოდა მას.
პოლიციის განცხადებით, შილმილერის და ბრემერის ტექსტური მიმოწერის ფარგლებში გამოძიებამ სექსუალურად მკაფიო ფოტოები აღმოაჩინა.
ბრემერმა ასევე აღიარა, რომ 8 თუ 9 წლის ასაკის გოგოს და ასევე 15 წლის გოგოს სექსუალური შეურაცხყოფის ამსახველ ვიდეოებს იღებდა და მას შილმილერს უგზავნიდა.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) განცხადებით, ტექსტური შეტყობინებები აჩვენებს, როგორ აძლევს შილმილერი მითითებებს ბრემერს იმის თაობაზე თუ როგორ უნდა შეურაცხყოს მოზარდი გოგო.
შილმილერი ახლა ალასკაში ექსტრადირების მოლოდინშია.
თითოეულ ბრალდებულს, თუკი წარდგენილი ბრალდებები დაუმტკიცდათ, 99 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.