ქალაქ ვანში ჩუგნაძის ქუჩის და სოლომონ მეორის ქუჩის მეორე შესახვევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო საავტომობილო გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი და აღდგა დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
ახლადრეაბილიტირებული გზა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „პალადა“-მ განახორციელა.
ჩუგნაძის და სოლომონ მეორის ქუჩის მეორე შესახვევში გზის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 442 492 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.