ხონის ისტორიული მუზეუმის ეზოში, პროექტის - „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების აკადემიის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
აკადემიის მონაწილეთა შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს ნინო გედენიძეს საჩუქრად პლანშეტი, ხოლო პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
მონაწილეებს სერტიფიკატები განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ბახტაძემ და მერის მოადგილე მანანა გოფოძემ გადასცეს.
პროექტში ჩართული იყვნენ ქალაქ ხონის სხვადასხვა სკოლებიდან მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გაიარეს სამთვიანი კურსი არაფორმალურ განათლებაში.
სალექციო კურსი მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების ხელშეწყობას შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
აღნიშნული პროექტის განხორციელებაში პარტნიორები იყვნენ : თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობა.
პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ნანა ბახტაძის ინიციატივით განხორციელდა.
ინფორმაციას ხონის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.