,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატი შეუჩერდეს.
თინა ბოკუჩავამ ქუცნაშვილი და მასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, გააკრიტიკა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის გამო, რომლის ფარგლებშიც, რუსი დეპუტატები დღეს საკნონმდებლო ორგანოში მივიდნენ, დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა კი, დელეგატებს ირაკლი კობახიძის სავარძლიდან მიმართა.
,,ვითხოვთ, მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც არის ორგანიზატორი ამ ყველაფრის.თუმცაღა ბუნებრივია, არ გამოგივათ, რომ ჯოხი გადატეხოთ ერთ დეპუტატზე იმიტომ, რომ მან ყველაზე ცხადად გამოაჩინა „ქართული ოცნების“ სახე. დიახ, მან ყველაზე ცხადად გამოაჩინა ის, რომ „ქართული ოცნება“, სინამდვილეში არის „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პროექტი არის სინამდვილეში ვლადიმერ პუტინის", განაცხადა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.