გიგი უგულავა - ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას
20-06-2019, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას, აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა.

 

 

უგულავა ცოტა ხნის წინ მივიდა პარლამენტში.

 

 

მისი თქმით, იმ ინციდენტის გამო, რომელიც დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მოხდა, ,,ქართულ ოცნებას" ოპოზიცია ჯოჯოხეთს მოუწყობს.

 

 

,,ევროპული საქართველოს" გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" საუბრობს.

 

 

პარლამენტში დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. სხდომა რუს დეპუტატ სერგეი გავრლოვს ირაკლი კობახიძის სავარძლიდან მიჰყავდა.

 

 

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ირაკლი კობახიძესა და ზაქარიას ქუცნაშვილს - პოლიტიკური ოპონტენტების თქმით, სწორედ ისინი უწევენ ორგანიზაებას ასამბლეას. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი