დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურება კონტრაქტორი კომპანიის მიერ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებამ გამოიწვია, რასაც მისი ჩანაცვლება მოჰყვა.
„კონტრაქტორი, რომელიც „მრგვალ ბაღში“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი კომპანია აღმოჩნდა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდა. აღნიშნული კომპანია სხვა კომპანიით ჩანაცვლდა, რომელიც სამუშაოებს უკვე აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები 3 კვირის განმავლობაში დასრულდება. მოწესრიგდება განათება და სარწყავი სისტემა, განახლდება შადრევანი, შეიცვლება მისი აგრეგატები. შეიცვლება დასასვენებელი სავარძლები, ბაღში მოეწყობა მხატვრული განათება.
როცა ბაღში შემოვდიოდი, ღობეზე იყო წარწერა - „მრგვალი ბაღი წერეთელზე გადავიდა“. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, მართლაც გაუჭირდებათ ამ ბაღის ცნობა“, განაცხადა კახა კალაძემ.
„მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს, რაც შეეხება განათების მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.