საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბი დაესწრნენ.
შეხვედრაზე 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.
როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პრაქტიკულად შემაჯამებელი შეხვედრა მეღვინეებთან, რომლის დროსაც ყალიბდება ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც დანელიამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ხვალისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე ისუბრებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ძირითადად ვრცელდება შარშანდელი მიდგომები, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები.
რაც შეეხება ყურძნის მოსავალს, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მოსავალი არის ძალიან კარგი და სულ მცირე 30%-ით მეტი, ვიდრე იყო შარშან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.