თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობისას განაცხადა, რომ „ივანიშვილი დატოვებს საქართველოს“
20-06-2019, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კანონს არღვევთ, შეგვიშვით პარლამენტში!“ – არაერთხელ მიმართა თავის თანამოაზრეებთან ერთად პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პოლიციელებს, რომლებსაც პარლამენტის შენობის შესასვლელი კორდონით აქვთ გამაგრებული და ოპოზიციის წარმომადგენლებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძელევენ.

 

 

„ეკა დგას ხერხეულიძე, ბაჩუკი ქარდავა, ყველანი აქ ვართ. შეგვიშვით პარლამენტში, ჩვენი კონსტიტუციურ უფლებით. გაარღვიეთ კორდონი, შემიშვით პარლამენტში! შეგვიშვით პარლამენტში! ეკა მომკიდეთ ხელი, ბიჭებო მომკიდეთ ხელი. შეგვიშვით პარლამენტში, უნდა შემიშვათ, კონსტიტუციას არღვევთ, გამატარეთ, შემიშვით პარლამენტში“, არაერთხელ მიმართა თაკო ჩარკვიანმა სამართალდამცველებს, თუმცა ის და მისი თანამოაზრეები პოლიციამ არ გაატარა.

 

 

„დატოვოს დელეგაციამ პარლამენტი, გამოვიდეს პასუხისმგებელი. ჩვენ უკვე ვიცით, დოკუმენტი ვნახეთ, კობახიძის მიერ ხელმოწერილი. ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი. ამ ხელისუფლებამ უნდა დატოვოს საქართველო. წავიდნენ თუ ასე მოსწონთ, რუსეთში. ქვეყნის გადაბარება, გვართმევენ ქვეყანას, მეტი რა უნდა დაგვემართოს ხალხნო. მეტი რა უნდა მოხდეს. გავრილოვი, რომლის ინიციატივითაც აფხაზეთში სტადიონზე უბედურება ხდებოდა, დღეს მიჰყავდა საქართველოს პარლამენტის სხდომა. შემირცხვენია ადა მარშანია, სახელი და გვარი; შემირცხვენია ემზარ კვიციანი, რის სვანი, როგორ გეკადრებათ, სვანებს მასწავლით? არარაობა და ქვეყნის გამყიდველები არიან. სამშობლო გაყიდეს დღეს ქუცნაშვილმა და მარშანიამ, მაგრამ მთელი საქართველო ფეხზე დგას. ივანიშვილი დატოვებს საქართველოს. ივანიშვილს, ოლიგარქს, საქართველო ვერ დაემონება. არასოდეს კაპიტულანტურ დოკუმენტზე საქართველოს ხელი არ მოუწერია“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი