გახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადადგეს, გომელაური უნდა გადადგეს, აღნიშნული განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ვაშაძე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოყვანას აპროტესტებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი პარლამენტის შენობასთან იმყოფება - მას ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის უფლებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.
„ჩვენი დასაწყისის მოთხოვნა იყო, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები ყოფილიყო დაცული და ეს ვითომ ჩვენი სასახელო პოლიცია გავრილოვს და კობახიძეს იცავს ჩვენგან. სამსაათნახევარი საშვებით ვერ შევედი პარლამენტში, რომელიც ჩემი ჯიბიდან ამოღებული ფულით ინახება, როგორც ეს პოლიცია, ჩვენი ფულით ნაყიდი ფორმა აცვიათ და გვესვრიან, როგორც კი გახარია მისცემს ბრძანებას. ეს ის პოლიცია აღარ არის. გავრილოვი გადმოიყვანა საზღვარზე სასაზღვრო პოლიციამ, დაცვის პოლიცია მიამაგრეს, შემდეგ მოიყვანეს და კობახიძის სავარძელში ჩასვეს და ჩვენ არ გვიშვებენ პარლამენტში. გახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადაგდეს, გომელაური უნდა გადადგეს. არ მოვეშვებით ჩვენ ამას და კიდევ უფრო რადიკალური გახდება მოთხოვნები", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.