ემზარ კვიციანი: სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ შეადგინა პროტოკოლი - შეგნებული პროვოკაციის მოსაწყობად იყო ეს ყველაფერი თუ შეცდომა
20-06-2019, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

 

როგორც მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას კვიციანმა განაცხადა, მოვლენები რუსეთის მხრიდან იმართება.

 

 

,,წეღან ოკუპაცია მოახდინეს პარლამენტის. უცხო ხალხი - არაპარლამენტარები შემოვიდნენ და კაციშვილმა ხელი არ მოკიდა. ფალავანდიშვილი რატომ უნდა იჯდეს. ორმაგი სტანდარტებია. ოდნავ პატრიოტიზმი თუ ვინმეს ცხია, ყველა ციხეში და გამყიდველებმა კი, აგერ პარლამენტს შემოარტყეს ალყა....

 


ეს არის შედეგი კოჰაბიტაციის, რომელი კოჰაბიტაციაც ბიძინამ მოგვახვია თავზე. ეს ბიძინამ დასვა იქ იმისთვის, რომ ,,ნაციონალებისთვის" ყალბი იმიჯი შეექმნა. აი, ამას ჩვენ, ქართველები ვხვდებით უკვე რაც ხდება. არ გახსოვთ ივანოვი რომ ჩამოვიდა და პრეზიდენტად რომ დაგვისვეს გამყიდველი სააკაშვილი? იგივე მომენტია.

 

 

მე ,,ნაციონალებსაც" თავის სათქმელი ვუთხარი და გავრილოვსაც თავის სათქმელი ვუთხარი - იქაც მივუვარდი მაგას მე. სწორედ რომ მოსკოვიდან იმართება ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში. პარლამენტში საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ შეადგინა პროტოკოლი - შეგნებული პროვოკაციის მოსაწყობად იყო ეს ყველაფერი თუ შეცდომა", განაცხადა კვიციანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი