ნიკა მელია ივანიშვილს არა მარტო პოლიტიკური, ფიზიკური პასუხის გაცემითაც დაემუქრა და განაცხადა, რომ გავრილოვის თავმჯდომარის სავარძელში წამოსკუპებით დღეს პუტინს გაახსნევინეს სხდომა და პუტინს დაუკრეს ტაში
20-06-2019, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რა გააკეთა დღეს ხელისუფლებამ? რუსეთის დროშა აფრიალა. გავრილოვის წამოსკუპებით დღეს პუტინი დასვეს და პუტინს დაუკრეს ტაში და პუტინს გაახსნევინეს სხდომა... ეს ის საკითხია, სადაც უკან დახევა არ იქნება. უკან დასახევი გზები უნდა ჩავხერგოთ, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჰიმნს, დროშას და ეროვნულ ღირსებას“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-თან, რუსი დეპუტატის, გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესახებ კომენტირებისას.

 

 

„ბატონო კობახიძე და არ მარტო თქვენ, გახარია, რაც არ უნდა მოიმოქედოთ, აუცილებლად გათენდა უკვე ის დღე, სადაც პასუხი უნდა აგოთ. რუსეთის დროშის აფრიალებას იმ გამზირის იმ შენობაზე, რომლის მოპირდაპირე მხარეს ათობით ადამიანი ნიჩბებით დაჩეხეს და ის ვერ გაბედეს და ვერ გააკეთა რუსმა დღემდე, რაც დღეს გააკეთეთ, ამის გადაყლაპვას არავინ არ აპირებს და აუცილებლად გაგეცემათ შესაბამისი პასუხი. როგორ? პოლიტიკურიც და მათ შორის ფიზიკურიც და საჭირო იქნება და ეროვნული ღირსებისთვის ასიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში და არა რომელიმე პარტიის გამო და კიდევ ერთხელ ვუსვამ, ხომ ვიცით, რა უნდა გააკეთონ ეხლა. სხედან და სუს-ის წარმომადგენლები ივანიშვილთან ერთად ცდილობენ, ეხლა რასაც აკეთებდნენ სარალიძეს აქციებთან დაკავშირებით, რომ ეს პოლიტიკური... ამაზე რას იტყვით. ან რას იტყვით ეხლა რომ პოლიტიკოსები არ იყვნენ იქ, სადაც რუსებში შემოიყვანეთ მთავარ პოლიტიკურ დარბაზში? აღარ გამოგივათ, თავი დაანებეთ ამ სისულელეების და სქემების ხლართვას და ყური უგდეთ გუგუნს, გუგუნს უგდეთ ყური, რომელიც მზარდი არის და წაგლეკავთ და სიამოვნებით წაგლეკავთ თან ხალხი, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, ისე წაგლეკოთ იმ ხელისუფლების სადავეებიდან, რომ ქვეყანამ განვითარება ჰპოვოს მეორე დღეს და არა ისე, რომ ჩვენც გადაგვიყოლოთ იმ უფსკრულში, რომელშიც ვარდებით“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი