მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის ყოველი დამატებითი დღე საქართველოში არის კატასტროფულად საფრთხის შემცველი
20-06-2019, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ივანიშვილის ყოველი დამატებითი დღე საქართველოში არის კატასტროფულად საფრთხის შემცველი საქართველოსთვის, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლხან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და დასძენს, რომ მთავარი პრობლემა არა რუსი დეპუტატი გავრილოვი და მისი „ისედაც გაბახებული პარლამენტის ვიღაც ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში“, ჩაჯდომაა, არამედ რუსეთის ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ გატარებული საზიანო პოლიტიკა.

 

 

„საქართველოში გავრცელებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მტკივა და განვიცდი, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ ეს ის კი არ არის, რომ დღეს ჩამოვიდა გავრილოვი. გავრილოვი ჯერ ერთი 2013-შიც იყო, ლუჟკოვიც იყო, ბევრი სხვა დაეთრევა საქართველოში, საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბინების, იყიდეს რუსებმა, მაგრამ ეს ხომ მთავარი არ არის. ის, რომ ეხლა ისედაც გაბახებული პარლამენტის ვიღაც ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა?! მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთის დავალებით ივანიშვილი ჩალიჩობს ჰააგაში ქართველი სამხედროების გასამართლებას; მთავარი პრობლემა არის ის, რომ მსოფლიო რუკიდან გააქრო ივანიშვილმა რუსების დავალებით საქართველო; მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მართლაც გადავიქეცით პატარა სოფლად და აღარა ვართ მსოფლიოს პირველი რეფორმატორი; მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან გადასცა მთელი ჩვენი აგენტების სია სპეცსამსახურებს, რუსებს და მაგალითად, ერთი ქალბატონის, რომელსაც კონკრეტულად ვიცნობ, ოჯახს, 6 წელი იჯდა ციმბირში კოლონიაში, ივანიშვილის მიერ სიების გადაცემის გამო. 2008 წლის ომის მონაწილეების სიები არის მთლიანად გადაცემული რუსებისთვის და უფრო მეტიც, საქართველოში ნადირობენ მათზე და ხოცავენ და საქართველო გადაიქცა ასევე უკრაინელების დავერბოვკების ადგილად რუსული სპეცსამსახურების მიერ იმიტომ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სრულიად თავისუფლად მოქმედებენ საქართველოში, პირდაპირ ჩანერგილები არიან საქართველოს დაზვერვაში და კონტრდაზვერვაში. ამ ყველაფრის ფონზე, ერთმა გავრილოვმა გაგაკვირვათ?! ამიტომ მე მივესალმები ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანებას და იმათ მინდა ვუთხრა, ვინც იძახის, რომ პოლიტიკოსები არ გამოჩნდეთ, პოლიტიკოსები არ დავინახოთ - ეს არის ივანიშვილის და სუს-ის რიტორიკა; ეს არის რუსეთის აგენტის, გახარიას რიტორიკა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად დაგისვათ რუსებმა, რაზეც მე უარი ვუთხარი თავის დროზე, როდესაც მე მტენიდნენ თავის შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს. ამიტომ, ყოველი დღე, რომელსაც ჩვენ ვკარგავთ ახლა, ივანიშვილის ყოველი დამატებითი დღე საქართველოში არის კატასტროფულად საფრთხის შემცველი საქართველოსთვის. უკრაინაში პრეზიდენტი ოლიგარქი მოიშორეს, მოლდოვაში ოლიგარქი გაიქცა, გაქუსლა, 5 თვითმფრინავით გაფრინდა მთელი თავის ქონებიანად, სომხეთში გაიმარჯვა ოლიგარქებზე ფაშინიანმა და სომხეთის ხალხმა და დავრჩით მარტო ჩვენ, ბოლო კუნძული ოლიგარქის და სადამდე უნდა ვიყოთ ასე გაბანძებულები?! ასე რომ ჭკუაზე მოვიდეთ ყველა დროზე. მე მართლაც მივესალმები გაერთიანებას, მართლაც მივესალმები გამოფხიზლებას და აბა თქვენ იცით, ყველაფერი გამოგვივა“, აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 1
#1   მანანა
      
მერე ვისი ბრალია ივანიშვილი, მიშა ატრაკებ და გიხარია , ჩასაფრებული ხარ მომენტებისთვის
20 ივნისი 2019 09:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი