სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია იმართება. კონფერენციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ესწრება.
ღონისძიება ალექსანდრე რევიამ, საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, იეშიმ ელჰან-ქაიალარი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორმა საქართველოში და ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა გახსნეს. კონფერენციის საპატიო სტუმარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა.
კონფერენციაზე, მსჯელობა იმართება საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე ყურადღება ეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში. ღონისძიების მონაწილეები გაეცნობიან იმ პროცედურებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც აუცილებელია წარმატებული და მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის.
კონფერენციის სამუშაო ნაწილის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს საქართველოს კონტექსტში მიმოიხილავენ და მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. პრაქტიკული სემინარი, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომელთა შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებას.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.