დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის „სასპორტო გაერთიანების“ ორგანიზებით, მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა.
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტურნირი მეექვსე წელია ტრადიციულად იმართება აღნიშნულ სოფელში და მასში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუნდებთან ერთად, არაადგილობრივებიც მონაწილეობენ.
წლევანდელ ტურნირში მონაწილეობდა 100-მდე მოსწავლე, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ: დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, კასპის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან.
გამარჯვებულებს ა(ა)იპ დუშეთის „სასპორტო გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ ლევან შერმადინმა და ვეტერანმა მოჭიდავეებმა სიგელები, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.