დავით ბაქრაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას იმპიჩმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა - „ვიცი, რომ გეშინიათ ივანიშვილის - დამერწმუნეთ, ათასჯერ უფრო საშიშია ქართველი ხალხის სამსჯავრო“
20-06-2019, 20:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ მთავრობის, პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს საპარლამენტო სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელმაც ახლახან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალი აქციიდან ჩართვისას განაცხადა, რომ ეს პროცესი იქნება „ქართული ოცნების“ დეპუტატების ლუსტრაცია.

 

 

„ეს პროცესი იქნება პირდაპირი ტესტი რამდენად გულწრფელი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ბოდიშებს იხდიდნენ. კობახიძის გადადგომის მხარის არდაჭერით, გახარიას გადადგომის მხარის არდაჭერით, ეს ადამიანები პირდაპირ ხდებიან თანამონაწილენი იმ სამარცხვინო პროცესის რაც დღეს ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში. რომელი პარლამენტის წევრიც არ დაეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს, ის პარლამენტის წევრი იქნება თანამონაწილე დღევანდელი სირცხვილის და ის პარლამენტის წევრი იქნება თანამონაწილე იმ შეურაცხყოფის, რომელიც დღეს მიაყენეს ქართველ ხალხს, რომელიც მიაყენს თითოეულ დევნილს, რომელიც გავრილოვებმა გამოყარეს საკუთარი სახლებიდან და თითოეულ დაღუპულ ჩვენს გმირს, რომელიც გავრილოვებმა დაგვიხოცეს, ამიტომ, თითოეულ უმრავლესობის წევრს კარგად მოვუწოდებ: ვიცი, რომ გეშინიათ ივანიშვილის. დამერწმუნეთ, ათასჯერ უფრო საშიშია ქართველი ხალხის სამსჯავრო და ეს საკითხი იქნება ის საკითხი, რომელიც თქვნ გაგიყვანთ ქართველი ხალხის სამსჯავროზე. ან თქვენ დადგებით ხალხის გვერდზე და ერთად, საქმით გამოვაჩენთ, რომ ასეთი შეურაცხყოფა და ასეთი უბედურება საქართველოში აღარ მოხდება ან გადაეფარებით კობახიძეს, გადაეფარებით გახარიას, გადაეფარებით ივანიშვილს და მაშინ ვერავინ ვერ დაგიცავთ ქართველი ხალხის სამართლიანი პასუხისმგებლობისგან როგორც მინიმუმ და აი ეს პროცესი იქნება იმპიჩმენტი და ყველას დაერქმევა თავისი სახელი და ყველა დადგება თავის ადგილას და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ შორის უმრავლესობის წევრებიდან ხელმოწერებს შევაგროვებთ“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი