თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე თბილისის საკრებულოს წევრს, „ქართული ოცნების“ რიგებიდან ახლაგან გასულ ვატო შაქარიშვილს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
„დღეს ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“, განაცხადა ვატო შაქარიშვილმა, რის შემდეგაც მას აქციის ორგანიზატორებმა მიკროფონი გამოართვეს და ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
აქციის მონაწილეებმა შაქარიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციაზე შაქარიშვილთან ერთად ჯაბა ჯიშკარიანიც იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.